ეკა გიგაური: მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი… მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი…

“მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი… მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი…”, – ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თავმჯდომარე ეკა გიგაური სოციალურ ქსელში წერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გვრიტიშვილმა გადაწყვიტა თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი და დადგინოს იყო თუ არა არჩევნების დროს ხმის მიცემა ფარული და გაჟონა თუ არა ბიულეტენმა. ჩვენი იურისტები ექსპერიმენტს არ მიაკარეს, ცესკოს როგორც სურდა ექსპერიმენტი ისე ჩაატარეს. მასში ცესკოს ორი თანამშრომელი მონაწილეობდა. ცესკოს თანამშრომელი ფრთხილად ცდილობს ქაღალდის შეცურებას , რამდენჯერმე ლამის კონვერტიც გააყოლა ისე მიაბჯინა ის კონვერტი აპარატს რომ არაფერი გამოჩენილიყო. შემდეგ იურისტებმა მოითხოვეს მოსამართლეს თავად შეეცურებინა კონვერტი. მოსამართლე მივიდა, მოიმარჯვა ფურცელი და ჰოი საოცრება, გამოჩნდა შავი წერტილი….. მოკლედ ამაბავი ისაა, რომ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდათ, ის საბედისწერო შავი წერტილი მაინც გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა აბა გამოიცანით რა დაინახა მოსამართლე გვრიტიშვილმა …. სავარუდოდ არაფერი … ვნახოთ …ვიდეო არ გადაგვაღებინეს, – წერს გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?