“1 წლის წინ ოკუპანტებმა მამა-პაპის სალოცავთან მისული ვაჟკაცი ქართველი მოგვიკლეს. 1 წლის თავზე თამაზ გინტურის მკვლელობა ისევ გამოუძიებელია და დამნაშავეები – დაუსჯელნი. ეს იმიტო, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მონურ მორჩილებაშია!
ყველა ჭრილობა ღიაა! ყველა ტყვია გვახსოვს, რომელმაც საკუთარ მიწაზე ქართველი შეიწირა! გვახსოვს თამაზ გინტური, როგორც ვაჟკაცობის მაგალითი, რომელიც პირდაპირ სიკვდილზე წავიდა, როცა ოკუპანტის მიერ ლომისის ტაძრის აჭედილი კარი გახსნა, რომ ელოცა!
ასეთ გმირებზე დგას ქართული სული და სრულიად საქართველო! სწორედ თამაზ გინტურის გამო არ უნდა დავიხიოთ უკან! არ უნდა დავუთმოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტს და მის მონებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან! ყველას გაეცემა პასუხი!
დიდება გმირებს! დიდება ერთიან საქართველოს!” – წერს სოციალურ ქსელში “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე.