ნიკა მელია – ფუნქციები მნიშვნელოვნად გვაქვს გადანაწილებული – არის შეხვედრები, შეკრებები, სადაც მეც არ ვარ, არის შეკრებები, სადაც არის ნიკა გვარამია

არის შეხვედრები, შეკრებები, სადაც მეც არ ვარ. არის შეკრებები, სადაც არის . დღეს, მაგალითად, იქნება რამდენიმე შეკრება, სადაც მე ვერ ვიქნები, მაგრამ ნიკა იქნება,- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც განმარტა, თუ რატომ არ იმყოფება დღევანდელ აქციაზე ნიკა გვარამია.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, კოალიციაში ფუნქციები მნიშვნელოვნად აქვთ გადანაწილებული.
„ვფიქრობ, დრო არის, თქვენ კარგად გაიაზროთ ფუნქციები – ასე ვიყავით მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში. ფუნქციები მნიშვნელოვნად გვაქვს გადანაწილებული და ეს არის ჩვენი კოალიცია „ცვლილებებისთვის” ძირითადი უპირატესობა. შესაძლებელია ბევრი რამ გაკეთდეს, ბევრი სხვადასხვა ადამიანის მიერ. არის შეხვედრები, შეკრებები, სადაც მეც არ ვარ, არის შეკრებები, სადაც არის ნიკა გვარამია. დღეს, მაგალითად, იქნება რამდენიმე შეკრება, სადაც მე ვერ ვიქნები, მაგრამ ნიკა იქნება. ამას თქვენ დაინახავთ”, – განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე.