ეს არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა – მანჯგალაძე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე

ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დღეს იურიდიულ კომიტეტზე გადის.
საუბარია პარტიების დაფინანსების წესის შეცვლაზე. ცვლილებებს კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ. სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ. ცვლილებების წინააღმდეგია ოპოზიცია.
პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რეალურად არაფერი იცვლება, რადგან ოპოზიციურ პარტიებს იურიდიული პირები არ აფინანსებდნენ.
“ეს არის, დონ კიხოტივით, ქარის წისქვილებთან ბრძოლა იმიტომ, რომ არანაირი იურიდიული პირები ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დაფინანსებას იღებდნენ არ ჰყავდა, უფრო მეტიც, “ქართულ ოცნებას” ჰყავს, მაგრამ არც “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება ეს რეგულაცია, რადგან ყველა ფიზიკური პირის უკან დგას იურიდიული პირი და ის რა შემოწირულობასაც გააკეთებდა იურიდიული პირი გააკეთებინებენ ფიზიკურ პირს, არაფერი არ იცვლება ამით, ეს არის ფარსი და ფარსში მონაწილეობის მიღების დიდი სურვილი არ მაქვს”, – განაცხადა მ.
პარტია “ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ყველა შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფოს შემოაქვს ლეგიტიმურად უნდა იყოს დასაბუთებული, ხოლო მმართველ გუნდისგან ამ კანონპროექტის ლეგიტიმური დასაბუთება ჯერ არ ყოფილა.
“ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფოს შემოაქვს უნდა იყოს დასაბუთებული რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება და ჯერჯერობით, ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური დასაბუთება ახალი შეზღუდვების დაწესების ვერ მოვისმინე. ველოდები ლეგიტიმურ საფუძველს, თუ აქვთ ასეთი საფუძველი შემდეგ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია კონკრეტულად ამ საკითხის განხილვაში, მანამდე ყველა შეზღუდვა, რომელიც არ არის დასაბუთებული სახელმწიფოს მხრიდან ლეგიტიმური საფუძვლით გამართლებული, რა თქმა უნდა, იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს