ბიტკოინმა აშშ-ს საარჩევნო ღამეს ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია და თითქმის 74,000$-მდე გაიზარდა, რადგან ამ დროისთვის ფსონების ბაზარზე ტრამპის უპირატესობა უკვე აშკარა იყო.
ფსონების ბაზრებისა და სხვა მაჩვენებლების მიხედვით, დონალდ ტრამპს კამალა ჰარისთან შედარებით უპირატესობა აქვს, თუმცა რბოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ოფიციალურ შედეგებს ამ კვირის ბოლომდე უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელების კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ აშშ „პლანეტის კრიპტოდედაქალაქი“ გახდებოდა.
აქამდე ბიტკოინის სარეკორდო ფასი 69 000$ იყო, რომელსაც კრიპტოვალუტამ ამ წლის მარტში მიაღწია.