ნათია მეზვრიშვილი არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დღეს მაგისტრანტ მოსამართლესთან გამოიკითხება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 6 ნოემბერს, 12:00 საათზე, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი FACEBOOK-ზე წერს.
მისივე განცხადებით, მაგისტრანტ მოსამართლეს ს გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს.
„6 ნოემბერს, 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრანტ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის – რატომ არ რეაგირებდა თვეების განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე დანაშაულებთან დაკავშირებით და რატომ ეხმარებიან ს მტკიცებულებების შესაძლო განადგურებაში. დანარჩენი ხვალ”, – წერს ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე მზაობა გამოთქვეს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს

გიორგი ბუტიკაშვილი – ორი სცენარია: ნიკა გვარამიას ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად სასამართლოზე დააკავებენ, ან როგორც მელია გაიტაცეს, ისე გაიტაცებენ და შექმნიან კიდევ დამატებით ყალბ ამბავს – ველოდებით დაკავებას