ირანის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში გაემგზავრა

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მიზნით მოსკოვში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ებრაჰიმ რაისი რუსეთში ს ოფიციალური მიწვევით ჩადის და ის პოლიტიკოსებისა და ეკონომისტების მაღალი რანგის დელეგაციას ხელმძღვანელობს.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ერთობლივ პროექტებს განიხილავენ.
ს პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ირანის პრეზიდენტები დელეგაციის წევრების თანდასწრებით გამართავენ, შემდეგ კი სამუშაო სადილის ფორმატში ისაუბრებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის