„ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პარტია ოპოზიციის რანგში ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება

„ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პარტია ოპოზიციის რანგში ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება
„ახალი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გახარიას პარტია არიან ერთი პოლიტიკური ძალა, იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი“, ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა დასახელების მქონე პარტია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანაში შედგეს სრულფასოვანი და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პოლიტიკური პარტია, ოპოზიციის რანგში, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით ჩანაცვლდება.
„ჩვენ ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავთ ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას შორის. მე ვფიქრობ, რომ რეალურად იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც გარედან ხელმძღვანელობენ ამ 4 პოლიტიკურ პარტიას, იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო ე.წ. „რებრენდინგი“, ანუ 5 ნომრის მაგივრად წინ წამოწეულიყო სხვა ნომრიანი და სხვა დასახელების მქონე პარტია და, საბოლოო ჯამში, ეს მიზანი მიღწეულ იქნა. დღეს ნომერ მეორე პარტია საქართველოში ეწოდება არა „ნაცმოძრაობას“, არამედ პარტია „ახალს“, რომელიც გამოდიოდა არა 5 ნომრით, არამედ მომიჯნავე 4 ნომრით. თუმცა შინაარსით ეს არის ზუსტად იგივე პოლიტიკური პარტია, ისევე, როგორც „ლელო“ და გახარიას პარტია.
ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა და ამას აქვს ერთი ყველაზე მარტივი ახსნა, ისინი ერთი ცენტრიდან იმართებიან. არავითარი განსხვავება არ არის სინამდვილეში ამ პოლიტიკურ ძალებს შორის, ისინი ზუსტად ერთნაირად უპირისპირდებიან ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს დავალება ჩვენი ქვეყნის ბედისთვის. ისინი ნებისმიერ ნაბიჯზე არიან წამსვლელები და, საბოლოო ჯამში, როგორც კი ეტყვიან, რომ უნდა გაერთიანდნენ, ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მარტივად გაერთიანდებიან“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, არანაირად არ აწყობდა გახარიას „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება ადგილობრივი თვითმმართველობის ს შემდეგ, მაგრამ როგორც კი უთხრეს, შექმნეს კოალიცია რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
„წინასაარჩევნო პერიოდში რეალურად მაინცდამაინც არ აწყობდათ ერთი ქარტიის ქვეშ გამოსვლა, პრაქტიკულად, წინასწარ დააანონსეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, „ნაცმოძრაობა“, გახარია, „ლელო“ და „ახალი“ ერთად ქმნიდნენ სამთავრობო კოალიციას და მთავრობას. ესეც არ აწყობდათ, ამით, საბოლოო ჯამში, მათ მიიღეს რეპუტაციული ზიანი მთლიანობაში და ამის გამო დააკლდათ წინა არჩევნებთან შედარებით, ჯამში, 60 000 ხმა, მაგრამ დაავალეს, ასე იყო საჭირო და გააკეთებინეს. თვითონ უფლებაც კი არ აქვთ, რომ იკითხონ, რამდენად ღირს ამა თუ იმ დავალების შესრულება. ამიტომ, ჩემთვის განსხვავება არ არის ამ ოთხ პოლიტიკურ ძალას შორის. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება არა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არამედ ჯანსაღი ოპოზიცია, ჩვენ ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ვგულისხმობთ ოთხივე პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად, ამოცანა რჩება ამოცანად.
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვანი, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ ეს 4 პოლიტიკური პარტია ოპოზიციის რანგში ჩანაცვლდება ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. ეს ამოცანა რჩება ძალაში. შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დასუსტდნენ ეს პოლიტიკური პარტიები, აბსოლუტურად არაჯანსაღი და გარედან მართული პარტიები. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ქმნიან მუდმივ რისკს, არიან მუდმივი რისკ-ფაქტორები ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ამ ამოცანის გადაჭრის გარეშე ჩვენ სიმყარის თვალსაზრისით შეიძლება გამოწვევები დაგვრჩეს. ამიტომ, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები დავასუსტოთ,“- განაცხადა პრემიერმა.