FBI-მ აშშ-ის მოქალაქეები გააფრთხილა არჩევნებთან დაკავშირებული ყალბი ვიდეოების შესახებ

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) სამშაბათს გააფრთხილა ამერიკელი მოქალაქეები 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ორი ახალი ყალბი ვიდეოს შესახებ.
სააგენტომ, კერძოდ, განაცხადა ფალსიფიცირებული საინფორმაციო ვიდოეს გავრცელების შესახებ, რომლის ავტორობა მცდარად მიეწერება თავად FBI-ს. მასალა შეიცავს ამერიკელებისადმი მოწოდებას, დისტანციურად მისცენ ხმა, ვინაიდან თითქოს საარჩევნო უბნებზე მაღალია ტერორიზმის საფრთხე, იუწყება „ამერიკის ხმა“.
ასევე სიცრუეს უწოდებენ ვიდეოს, რომელშიც ნაჩვენებია FBI-ის ყალბი პრესრელიზი. მასში ნათქვამია, რომ ციხის ხელმძღვანელებმა რიგ საკვანძო შტატებში გააყალბეს პატიმართა კენჭისყრის შედეგები და ერთ-ერთ პარტიასთან გარიგებაში შევიდნენ.
FBI-ს არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი ამ ჩანაწერების დამზადებისთვის. ამასთან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სააგენტომ ს გავლენის აგენტები დაადანაშაულა ფალსიფიცირებული ონლაინ პუბლიკაციებისა და ვიდეოების გავრცელებაში, რაც ოფიციალური პირების თქმით, ფართო მასშტაბის დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, აღმოსავლეთ სანაპიროს დროით დილის 11 საათისთვის არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები კენჭისყრის პროცესში რაიმე რეალური ან ფართო მასშტაბის შეფერხებების შესახებ.