ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების 8 სარჩელის განხილვა დაასრულა და გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

ქუთაისში სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების 8 სარჩელის განხილვა დასრულდა.
მოსამართლეთა კოლეგია საარჩევნო დავებზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
“საია” და “ჩემი ხმა” იმერეთის, ზუგდიდის და აჭარის საარჩევნო ოლქების ნაწილში შედეგების ბათილობას ითხოვენ.
კოლეგიამ წარდგენილი ხუთი შუამდგომლობიდან, მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა და საქმის განხილვას თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება დაურთო.
არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელების ნაწილის განხილვა ხვალ დაიწყება.