– საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული

საარჩევნო ადმინისტრაციამ სადემონსტრაციო ვიდეო მოამზადა, რომელიც „აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული“.
-ს ინფორმაციით, არჩევნებზე გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციამ მოამზადა სადემონსტრაციო ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული.
ამ ვიდეოში გამოყენებულია სასწავლო ბიულეტენი და ჩარჩო ფორმა, რომელიც გამოიყენებოდა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში. როგორც ამ შემთხვევაში, ისე არჩევნებზე გამოყენებული იყო ისეთი პროპორციის ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი, რომ ფარულობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ცესკო ავრცელებს და თან ურთავს ვიდეოს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო