მზად ვართ, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება გავაგრძელოთ — ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვის ჩარევას საქართველოს არჩევნებში უარყოფს.
„ამერიკელები ცდილობენ მოგვაწერონ ის, რასაც თავად აკეთებენ. როგორც ამბობენ, „ქურდს ქუდი ეწვის“, — განუცხადა ლავროვმა Россия сегодня-ს.
მან გაიმეორა შეფასებები საქართველოს საშინაო საქმეებში დასავლეთის „უპრეცედენტო ჩარევასთან“ და ქვეყნის ხელისუფლებასა და ამომრჩეველზე ზეწოლასთან დაკავშირებით.
„ამერიკელები და ევროპელები ხელოვნურად ცდილობენ წარმოაჩინონ საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესი, როგორც სტრატეგიული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის. სინამდვილეში, საუბარია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და გარე მენეჯმენტს შორის, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან დაწესებულ ნეოლიბერალურ დამოკიდებულებებს შორის არჩევანზე. საქართველოს ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა. ჩვენ მას პატივს ვცემთ. მზად ვართ, გავაგრძელოთ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი“, — განაცხადა ლავროვმა.
, „ქართული ოცნების“ მსგავსად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში და შემდეგ საუბრობს დასავლეთის მხრიდან საქართველოს არჩევანში ჩარევაზე. ასევე, თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ დეზინფორმაციულ ნარატივთან, თითქოს დასავლეთს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში