,, როგორ ვდარდობ, რომ პირადად ვეღარასდროს შევხვდები… “ – სააკაშვილი

გია ხარჩილავა იყო ჩემთვის ძალიან საყვარელი პატარა ქალაქის წალენჯიხის მერი და ერთდროულად ერთადერთი ოპოზიციური მერი საქართველოში, მაგრამ ამასთანავე, ის იყო ძალიან დიდი ადამიანი, ღრმად განსწავლული, ბრწყინვალე ორატორი და უერთგულესი თანამებრძოლი.
მე მას ვიცნობდი მხოლოდ ტელევიზიით და ჩემი მასთან მიმოწერით, მაგრამ ესეც საკმარისი იყო გამეგო რომ უბრალოდ გულიანი ადამიანი კი არა, ერთი დიდი გული იყო.
ს შემდეგ საათებში და დღეებში ინტენსიურად ეკონტაქტებოდა ჩემს ახლობლებს და ძალიან განიცდიდა, რომ ვერ შეძლო არჩევნების მიტაცების სპეცოპერაციის შეჩერება. სწორედ ამის გამო შეწყდა ეს დიდი გულად ქცეული ადამიანის სიცოცხლე.
როგორ ვდარდობ, რომ პირადად ვეღარასდროს შევხვდები…
მისი დროშა ჩვენ უნდა ავიტაცოთ უახლოეს დღეებში და კვირებში, ჩვენს ქუჩებში და მოედნებზე. ჩვენი თავისუფლების წართმევის გარდა, მისი სიკვდილი არ უნდა შერჩეს დიქტატურას.
გავიმარჯვებთ სახელოვნად გია ხარჩილავას გულისთვის!

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს

გიორგი ბუტიკაშვილი – ორი სცენარია: ნიკა გვარამიას ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად სასამართლოზე დააკავებენ, ან როგორც მელია გაიტაცეს, ისე გაიტაცებენ და შექმნიან კიდევ დამატებით ყალბ ამბავს – ველოდებით დაკავებას