მთავარი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნები, ოღონდ არავინ ლაპარაკობს უმნიშვნელოვანეს საკითხზე – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
,,ვუსმენ ეს დღეები ბევრი ლიდერის გამოსვლას, სამოქალაქო საზოგადოება იქნება ეს, თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. მთავარი მოთხოვნაა ხელახალი , ოღონდ, ჩემი აზრით, არავინ ლაპარაკობს უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელმაც მომავალში უნდა აგვარიდოს თავიდან არჩევნების დღეს გაყალბება, მათ შორის ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში. როგორ ავიცილოთ თავიდან თუნდაც ხელახალი არჩევნების გაყალბება? როგორც არ უნდა გამოცვალოთ ცსკო, თუ გაყალბების დაშვება არდაშვება ისევ ადამიანურ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, საზოგადოებას არანაირი გარანტია არ ექნება, რომ იგივე არ განმეორდება.
დღეს ვინ მოდის არჩევნებზე და აძლევს ხმას, მისი ვინაობა დასტურდება ან პირადობის მოწმობით ან პასპორტით, რომელსაც დებენ ვერიფიკაციის მანქანაში ან შეჰყავთ პირის პერსონალური მონაცემები. ხელისუფლებას შეუძლია აკრიფორს პირადობები და სხვას მიცემინოს ხმა მათი მეშვეობით, თუკი უბანზე კომისიის წევრმა ვერ ან არ დაადგინა, რომ საბუთი მართლა ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელმაც დოკუმენტი წარმოადგინა, შეუძლია ქვეყნიდან გასული მოქალაქეების პირადობები ერთჯერადათ დაბეჭდოს (ასეთი მაგალითიც გვქონდა საუბედუროდ) და მისცეს ხმის მისაცემად თავის აქტივს, ვერიფიკაციის აპარატში შეიყვანოს არჩევნებზე არმოსული ამომრჩევლის პირადობის ან პასპორტის მონაცემები და ასე მისცეს თავის მომხრეს მეორედ ხმის მიცემის შესაძლებლობა და ა.შ. მოკლედ, გაყალბების მეთოდი ბევრია.
ეს რომ გააჩერო ძალიან კარგად მომზადებული, უშიშარი კომისიის წევრი და დამკვირვებელი უნდა ჰყავდეს ოპოზიციას და სადმკვირვებლო სექტორს, პლიუს ამას კომისიის თავმჯდომარემ არ უნდა გაგიძევოს ასეთი წევრი ან დამკვირვებელი უბნიდან. მოკლედ არსებული ხმის მიცემის ელექტრონულ სიტემაში გაყალბებისგან დაცვა ისევ ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ბიომეტრიული მონცემით ვერიფიკაციისას, როგორი კომისიის წევრებიც არ უნდა იყვნენ უბანზე ამომრჩეველმა, ვინც ერთხელ უკვე მისაც ხმა, ის ვერანაირად ვერ მოახერხებს ვერც სხვისი საბუთით, ვერც სხვისი სახელი და გვარით უბანზე ხმის მიცემას, იმიტომ რომ მას ვერიფიკაცია უკვე გავლილი ექნება ან თითით ან სახის ფოტოთი ან თვალებით. ვინაიდან ამ ამომრჩევლის ბიომეტრიული მონაცემი როგორც უკვე არჩევნებში მონაწილეობა მიღებული ექნება დაფიქსირებული ვერიფიკაციის აპარატს.
სად არის გამოსავალი? დღეს ბიომეტრიული ვერიფიკაციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მაგალითად საქართველოს საზღვარზე ეს ხდება ბიომეტრიული ფოტოთი. შესაბამისად, ვინაიდან თოთოეული ადმიანის ბიომეტრიული მონაცემი არის უნიკალური, ვერანაირი სახელმწიფო, სუსი და ა.შ მას ვერ დაამზადებს. ამიტომ ამომრჩველი როცა ერთხელ მისცმეს ხმას, ვერიფიკაცციის აპარატი დაიმახსოვრებს მის მონაცემებს, ერთი და იგივე პიროვნების ხმის მიცემის მეორე მცდელობას უბრალოდ დაბლოკავს, ვინაიდან მისი მონაცემები უკევ დაფიქსირებული ექნება აპარატს.
რადგან ელექტრონული ხმის მიცემის აპარატურის უმრავლესობა შემოტანილი აქვს -ს, ძირითადი ხარჯი უკვე გაწეულია, ამიტომ ბიომეტრიული ვერიფიკაციის აპარატების შემოტანა და ამ სისტემასთან მისი ინტეგრირება არც დროის და არც ფინანსური თვალსაზრისით არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვნად დაგვაზღვევს არჩევნების დღეს, სხვისი საბუთით, სხვის მაგივრად ხმის მიცემის საშიშროებისაგან. 2010 წელს ახლოს ვიყავით ამ ნოვაციის შემოღებასთან. მე ვმუშაობდი იმ ჯგუფში ვინც ოპოზიციიდან მოამზადა ამ ცვლილებების პროექტი. მაშინ ბოლო მომენტში ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაშალა ამ იდეის განხორციელება. ახლა კიდევ გვაქვს ამ საკითხის აქტუალიზების შესაძლებლობა, ოღონდ არც ქართული ოპოზიცია და არც სამოქალაქო სექტორი ამ მოთხოვნას არ აყენებს, რატომ? ვერ ვიგებ..”