ანა დოლიძე – პანიკაში არიან, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გააერთიანეს – ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა, მოხდეს იგივე, რაც თეთრიწყაროში მოხდა

პანიკაში არიან, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გააერთიანეს – თბილისშიც და ქუთაისშიც – ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა იმის, რომ მოხდეს იგივე, რაც თეთრიწყაროში მოხდა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
მისივე თქმით, პანიკაში მყოფმა „კლანმა“ საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
„დღეს, „კლანმა“ – სააპელაციო სასამართლომ, შიშით და პანიკით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. მოსამართლეებისთვის საქმეების ჩამორთმევა არ შეიძლება. მოსამართლეებს აქვთ გარანტიები, ამას ჰქვია მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი. ესენი არიან პანიკაში, ყველა მოსამართლეს საქმეები ჩამოართვეს და ერთ საქმედ გაერთიანეს – თბილისშიც და ქუთაისშიც. ეს ხდება იმიტომ, რომ არ დაუშვან მინიმალური შესაძლებლობა იმის, რომ მოხდეს ის, რაც თეთრიწყაროში მოხდა. მისცენ კონკრეტულ კონტროლირებად პალატას, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რაც ხდება. წინააღმდეგობა აუცილებელია!
სიტყვა უკვე ნათქვამია, ერთმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება თქვა. გადაწყვეტილება, რომელიც ბიულეტენის ხარისხს ეხება. თავიდან არის ჩასატარებელი!“, – განაცხადა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – როდესაც მაღალი სასულიერო იერარქია აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული – ბევრი მაგალითი გვახსოვს, როგორ ცდილობდა „ქართული ოცნება” ეკლესიის საქმეებში ხელის ფათურს

გიორგი ბუტიკაშვილი – ორი სცენარია: ნიკა გვარამიას ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად სასამართლოზე დააკავებენ, ან როგორც მელია გაიტაცეს, ისე გაიტაცებენ და შექმნიან კიდევ დამატებით ყალბ ამბავს – ველოდებით დაკავებას