2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დაიბარეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯაფარიძის პრესსამსახურში განუცხადეს, ჯაფარიძე საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს.
მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარებენ, ჯაფარიძე სასამართლოში გამოცხადდება.
ცნობისთვის, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს ასევე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა, ის ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.