„მრავალეროვანმა საქართველომ“ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანმა საქართველომ“ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებები თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
როგორც „მრავალეროვან საქართველოში“ განმარტავენ, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვან საქართველოს“ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში აღძრული ჰქონდა 4 ადმინისტრაციული სარჩელი -ს N22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა მარნეულის საარჩევნო ოლქის N2, N41, N69 და N71 საარჩევნო უბანზე გამოვლენილ საარჩევნო კანონდარღვევებს;
„მიუხედავად შეზღუდული დროისა, ადმინისტრაციული სარჩელები სასამართლოში წარდგენილ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და დადგენილ ვადაში; მათი განმარტებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავის დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა; კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები და გამოთქვამენ იმედს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე შესაძლებელი გახდება ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაუქმება და წარდგენილი ადმინისტრაციული სარჩელების საფუძვლიანად განხილვა;
მარნეულის N69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ გახმაურებულ ინციდენტთან დაკავშირებული საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” საჩივარი კენჭისყრის პროცედურის შეწყვეტასთან მიმართებით დაკმაყოფილებულ იქნა ცესკო-ს N22 საოლქო საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის N54/2024 განკარგულებით, ხოლო, კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა იმ მიზეზით, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში საქმის მასალები ამოღებული აქვს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს;
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის ს დღეს ახორციელებდა სადამკვირვებლო მისიას; სამონიტორინგო პროგრამა განხორციელდა 300 მოკლევადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, რომელიც მოიცავდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, , თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი (შიდა ქართლი), მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), ისანი, სამგორი და კრწანისი (თბილისი); “მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია ეფექტურ მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს;
ზემოხსენებული სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება ა.შ.შ.-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოში ნორვეგიის სამეფოსა და ს საელჩოების, ასევე ახალი დემოკრატიის ფონდისა (NDF) და ფონდ „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისათვის“ (NED) ფინანსური მხარდაჭერით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.