შალვა პაპუაშვილი – ამერიკას ვუსურვებ მშვიდობიან არჩევნებს, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც კონცენტრირებული უნდა იყოს აშშ-ის ადმინისტრაცია – არ ვარ სანქციების მოლოდინში, ასეთ საკითხებზე არ ვფიქრობთ

ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებ მშვიდობიან არჩევნებს. ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც კონცენტრირებული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. არ ვარ სანქციების მოლოდინში, ასეთ საკითხებზე არ ვფიქრობთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ ს შედეგების მიმართ არ ჰქონდეს ეჭვი არცერთ მხარეს.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებ მშვიდობიან არჩევნებს. ვფიქრობ, ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც კონცენტრირებული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია. არ ვარ [სანქციების] მოლოდინში. ასეთ საკითხებზე არ ვფიქრობთ.ეს დამოკიდებულება, რომელიც თქვენს მფლობელ პარტიას გააჩნია, არის ის რომ გარეთ იყურებიან, თავის დღის წესრიგს აგებენ იმაზე, თუ რა კომენტარს მოისმენენ, რა შეფასებას მოისმენენ სხვებისგან და არა ქართველი ხალხისგან, აი სადაც მიიყვანა თქვენი ტელევიზიის პატრონი ამან კი ნახეთ, გუშინ აქციაზეც კი არ გამოჩენილა, მიხვდა რომ ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა ოპოზიციას, ეს იმისთვის რომ უნდათ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ უნდათ დაქვემდებარებული სახელმწიფო. ქართველმა ხალხმა მისვა ეს ოპოზიციური პარტიები იმ კუთხეში, რომელიც მათ ეკუთვნით, ვინც არა დემოკრატიულობისთვის იბრძვის, არამედ უნდა რომ ქვეყანა შეიყვანოს სხვის მორჩილებაში.
მეთიუ მილერი ამერიკის პრესსპიკერია, მე საქართველოს პარლამენტის სპიკერი. მათი ქვეყანაა და მათი ზომებია. კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებ მშვიდობიან არჩევნებს. ეს არის მნიშვნელოვანი, მთელი სამყარო აკვირდება. მნიშვნელოვანია მშვიდობიანი არჩევნები და მეორე ის, რომ არჩევნების შედეგების მიმართ არ ჰქონდეს ეჭვი არცერთ მხარეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, მან უპასუხა კითხვას, როგორ როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა იყოს განხილული „ქართველი ხალხის აქტი“ და არსებობს დოკუმენტი ივანიშვილის დასანქცირების შესახებ.
„თქვენ განახეს თუ წაგიკითხეს? „ანონიმკები“ საბჭოთა კავშირიდან მახსოვს, თუ ამ მეთოდით უნდა ვინმეს დეზინფორმაციის გავრცელება, სხვა საკითხია. ეს ინფორმაციების შემოგდება… ხედავთ, რეაქცია არ გვაქვს. ჩვენ სხვების უსამართლობას ვერ გავთვლით და ვერც პასუხისმგებლობას ავიღებთ. ჩვენი ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ქართველი ხალხის წინაშე. ხედავთ, როგორ კარგად მიდის ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით. ქართველი ხალხის და ხელისუფლების პოლიტიკა არის სწორი, ის ვინც ცდება საქართველოსთან მიმართებით, ისტორია გვიჩვენებს რომ აღმოჩნდება, რომ მცდარი მიდგომა იყო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მხარეს დგანან. ამასთან, მილერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ აშშ-ის მიერ უკვე გატარებულ ზომებზე და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათ დამატებითი ზომების გამოყენება „არ მოერიდებათ“.