როგორც გაღიმებული დავტოვეთ ოპოზიცია სხვადასხვა გადაწყვეტილებით 2020, 2021, 2022 წლებში, ასევე, გაღიმებული დარჩებიან იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს სხვადასხვა დროს, იდგენენ ახლა და იმარჩიელონ, შევუწყვეტთ თუ არ შევუწყვეტთ [მანდატს] და ვნახოთ, როგორ ხასიათზე დადგებიან და რა ბზარები გაჩნდება ან არ გაჩნდება მათ შორის,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მანდატები გაუუქმოს მიმართვის შემთხვევაში.
ამასთან, პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახლაც პარლამენტში უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტია შევა.
„ჩვენ წინასწარ არ ვსაუბრობთ იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მომავალშია მისაღები, ვნახოთ ჯერ რას გააკეთებს თავად ოპოზიცია. საერთოდ ეს ცალკე საცირკო წარმოდგენაა, რომელსაც ვაკვირდებით და ვხედავთ სინამდვილეში – ღირსებადაკარგული ოპოზიცია, რომელსაც ქართველმა ხალხმა თავისი კუთვნილი ადგილი მიუჩინა, როგორც ჯგუფს, რომელიც აპირებდა ამ ქვეყნის ჩაბარებას უცხო ჯგუფებისთვის და სხვების ნების გატარებას ამ ქვეყანაში. ახლა ვნახოთ როგორ მოიქცევიან, საინტერესოა რა დავლებებს მიიღებენ. დღევანდელი მდგომარეობით ხომ წარმოუდგენელია, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, მაგრამ ვნახოთ, ასეთი წარმოუდგენელი რაღაცებიც მოხდა წინაზე და ის, რასაც „პუფობას“ ეძახდნენ, საბოლოო ჯამში, თავად შეასრულეს. რაც იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ზუსტად ისე ვიმოქმედეთ 2020 წელსაც და ზუსტად ისე ვიმოქმედებთ ახლა. ჯერ მოგვმართონ მანდატების შეწყვეტა თუ უნდათ, იქამდე ჯერ დიდი დროა. იქამდე ყველა დარწმუნდა, რომ სიებს ვერ ხსნიან, ისინი გახდებიან საქართველოს პარლამენტის წევრები. მათ შორის, მათ ხელფასიც გაეზრდებათ, რომელსაც მხარი არ დაუჭირეს. ესეც მაინტერესებს, რომ შემოვლენ, იმ გაზრდილ ხელფასს მიიღებენ თუ არ მიიღებენ, როგორ მოიქცევიან. მე გითხარით, რომ მათ ღირსება არ აქვთ სინამდვილეში, ჩვენ ეს ვნახეთ 2021 წელს, როდესაც დაქვითული ხელფასების აღდგენა მოითხოვეს იმისთვის, რომ მსუყე თანხები ჩარიცხოდათ ანგარიშებზე.
როგორც გაღიმებული დავტოვეთ ოპოზიცია სხვადასხვა გადაწყვეტილებით 2020, 2021, 2022 წლებში, ასევე გაღიმებული დარჩებიან იმ გადაწყვეტილებებით, რომელსაც პარლამენტი მიიღებს სხვადასხვა დროს, იდგენენ ხლა და იმარჩიელონ შევუწყვეტთ თუ არ შევუწყვეტთ და ვნახოთ როგორ ხასიათზე დადგებიან და რა ბზარები გაჩნდება ან არ გაჩნდება მათ შორის.
პარლამენტში შემოვა საბოლოო ჯამში ყველა, როგორც მაშინ ყველა დალაგდა და შემოვიდა, ახლაც შემოვა, თუკი ამ მითითებას მისცემენ. ეს მათი სურვილი არ არის – მათი სურვილით რომ ხდებოდეს და გეგმებით, ჩვენ სხვანაირ აქციებსაც ვნახავდით და გუშინ გაშლილ კარვებსაც ვნახავდით, რატომ არ გაშალეს?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან კიდევ ერთ კითხვაზე, კვლავ აპირებენ თუ არა ოპოზიციის აკრძალვას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ მმართველი ძალის ჩარევის გარეშეც შეიძლება აიკრძალოს საკუთარი თავი.
„დაველოდოთ მოვლენებს, იქნებ თავად აიკრძალოს ოპოზიციამ თავისი თავი. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეიძლება ჩვენი გადაწყვეტილება სულ არ დასჭირდეს, ისე აიკრძალოს ოპოზიციამ თავისი თავი. ამას ვპირდებოდით ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენმა მოქალაქეებმა ნახეს, როგორ ფრაგმენტირდა ოპოზიცია, ეს ერთი დაპირება შევუსრულეთ ნამდვილად, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება და რაც შეეხება გაუქმებას, დააკვირდით მოვლენებს, იქნებ თავისი თავი თვითონ გაიუქმონ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.