– ნატო-მ, შესაძლოა, უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების საკითხი განიხილოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, მიმდინარეობს კომპლექსური დისკუსიები ნატო-ს ძალების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობის შესახებ.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რადოსლავ სიკორსკიმ პოლონურ TVN24-თან საუბარში განაცხადა.
„გვაქვს თუ არა უფლება, ჩამოვაგდოთ ასეთი რაკეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ჩვენს საზღვარს გადაკვეთს? ამაში ეჭვი არ არსებობს, მაგრამ ამის შემდეგ შეიძლება მოხდეს ის, რაც პრჟევოდოვში მოხდა. ნამსხვრევებმა შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დაზიანება, დაშავება ან სიკვდილიც კი“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ამასთან, სიკორსკის თქმით, უკრაინის წინადადებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს და სავარაუდოდ, ნატო-ს მინისტრები ამ თემას მომავალ შეხვედრაზე კვლავ დაუბრუნდებიან.
„ეს ჩვენს მოკავშირეებს შორის შეთანხმებისა და განხილვის საკითხია. ახლა ჩვენ გვყავს ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი და მომავალ კვირას ნატო-ს მინისტრების მორიგი შეხვედრა გაიმართება. შესაძლოა, ეს თემა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ნაწილი გახდეს“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა