გურამ მაჭარაშვილი – ახლა ოპოზიციისთვის ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია და სულ შაბათია!

ახლა ოპოზიციისთვის ორშაბათიც შაბათია, სამშაბათიც შაბათია და სულ შაბათია! – ოპოზიციის უნიათობა სხვა შედეგს ვერც დადებდა, – ასე აფასებს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ ჭაობშია, სადაც უფრო მეტად ეფლობა.
„საჯარო სივრცეში ამაზე უფრო მკვახედ ვერ ვიტყვი, თუ სად არის ოპოზიცია. მათ თქვეს, რომ გეგმა – ხაზარაძეა! კი ბატონო, მშვიდობაში მოიხმარონ!
ჩვენი გეგმა იყო და არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა, სუვერენიტეტისა და ტრადიციების შენარჩუნება, ასევე ცივილიზებულ სამყაროსთან თანაცხოვრება. ბოლოს და ბოლოს, ოპოზიციამ გაამხილა, მათი გეგმა რა ყოფილა – ეს ყოფილა .
ის უნიათობა, რაც ოპოზიციას ჰქონდა, სხვა შედეგს ვერც დადებდა. მთელი წინასაარჩევნო კამპანია ლგბტ დროშით ჩაატარეს – ლგბტ დროშას ხელი არ გაუშვეს, ტრადიციების გინებას თავი არ დაანებეს, შედეგიც მიიღეს.
ს საღამოს, თავიანთი ეგზიტპოლებით გამარჯვება იზეიმეს და მაშინ ხმის ფარულობის დარღვევა რატომ არ ახსოვდათ?! – საჩივრების დაწერის ნაცვლად, გამარჯვების შამპანურები გახსნეს, აი, ეს არის მათი სახე”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ომი ჩვენს დავიწყეთო… ამის მთქმელთან მკვლელი რომ შევარდეს სახლში და ყაჩაღი, რას ეტყვის, მობრძანდი, ბატონო, აი, იმ კარადის უკან ჩემი შვილია დამალული და იმის მოკვლა არ დაგავიწყდესო? თუ სამშობლო სხვა რამეა?

შალვა პაპუაშვილი – მთავარი, რამაც ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა ისაა, რომ მტრებს ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ – მშვიდობისთვის ომი ჯერ კიდევ მოსაგებია