ცესკოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დღევანდელ შეკრებაზე ისინი ხელახალი ს ჩატარებაზე და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.
მათი შეფასებით, უბნების 90%-ში ფარულობის პრინციპი დაირღვა და ამ უბნებზე შედეგები უნდა გაუქმდეს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ს ოპოზიციონერმა წევრმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ფაქტი ასევე თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომაც დაადასტურა.
„დღეს ვიკრიბებით ცესკოს ოპოზიციონერი წევრები, გვექნება სამუშაო შეხვედრა, რათა შესაბამისი პროცედურული ნაბიჯები დავგეგმოთ. ეს გამომდინარეობს გუშინდელი ღირსშესანიშნავი ფაქტიდან, როდესაც თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და შემოწმების შედეგად გააუქმა იმ უბნის შედეგები, სადაც უკვე სასამართლოს წესით დამტკიცდა, რომ ფარულობის პრინციპი დარღვეული იყო. თუ თეთრიწყაროს ე.წ. ტექნოლოგიზებულ უბნებზე ფარულობის პრინციპი დარღვეული იყო იმიტომ, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა ამომრჩეველმა ვის მისცა ხმა, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა უბანზე, სადაც არის საქართველოს ამომრჩეველთა 90% კონცენტრირებული, ეს პრინციპი დაირღვა და შედეგი უნდა იყოს ამ უბნებზე შედეგების გაუქმება. ეს იმას ნიშნავს, რომ 90%-ში არჩევნების შედეგები უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სიორიძემ.
მისი თქმით, შეეცდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის დონეზე სათანადო პროცედურები დაიგეგმოს.
ამასთან, სიორიძე არასამთავრობო ორგანიზების ნაწილის მოთხოვნას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, გიორგი სიორიძე აღნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბებაში ყველა სახელმწიფო უწყება იყო ჩართული.
„იმდენად მასშტაბური იყო სპეცოპერაცია, რაც 26 ოქტომბერს ჩატარდა, რომ აქ ჩართული იყო როგორც საარჩევნო ადმინისტრაცია, ასევე პირველ რიგში, სუსი და ძალიან ბევრი სხვა სახელმწიფო უწყება. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, ვინც თავისი წვლილი შეიტანა არჩევნების მიტაცებაში, ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. დანარჩენი უნდა გამოჩნდეს იმ ობიექტური გამოძიების შედეგად, რომელიც არაქართულმა პროკურატურამ უნდა ჩაატაროს“, -განაცხადა სიორიძემ.