„ჩემი ხმის“ ცნობით, სააპელაციოში მათი საჩივრის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო

სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმის“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს ჩანიშნული მათი საჩივრის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
როგორც კოალიციაში აცხადებენ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს, 5 ნოემბერს, 3 საათზე იყო ჩანიშნული.
სადამკვირვებლო კოალიციამ („ჩემი ხმა“) 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს 417 305 მოქალაქეს. საოლქო საარჩევნო კომისიებმა უბნების ბათილობის მოთხოვნით წარდგენილი არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. სადამკვირვებლო მისია საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს სასამართლოებში ასაჩივრებს.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასევე განიხილება საიას და „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრები. როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, მათი საჩივრების განხილვა ჯერჯერობით არ გადადებულა.
ამასთან, დღეს 3 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციის აქცია გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას