მამუკა ხაზარაძე – დღევანდელი დღე შედგა, ხვალ, ახალი ძალებით ვიკრიბებით – 3-4 დღეში თბილისს ვერ იცნობთ, რადგან თბილისი იქნება სხვა ქალაქი, ლაღი, თავისუფლებისთვის და სამართლისთვის მებრძოლი გამარჯვებული

ყველა თქვენს უბნელს, ყველას დაუკავშირდით და გავაკეთოთ აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა უბანზე გააკეთებენ მობილიზაციას, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მ აქციის მონაწილეებს განუცხადა.
ხაზარაძის თქმით, აქციის მონაწილეები ამ დღეებში ყველა უბანსა და დიდ მაგისტრალს მოივლიან.
“მეგობრებო, დღევანდელი დღე შედგა. ხვალ, ახალი ძალებით, როგორც გამოცხადდა, 14:00 საათზე ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან. ყველა უბანი და ყველა დიდი მაგისტრალი უნდა მოვიაროთ ამ დღეებში, ყველა უნდა გამოვიყვანოთ. მე მინდა გთხოვოთ, რომ ყველა თქვენს უბნელს, ყველას დაუკავშირდით და გავაკეთოთ აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც ვაკეში, ვერაზე, საბურთალოზე, სხვადასხვა უბანზე გააკეთებენ მობილიზაციას. გარანტიას გაძლევთ, 3-4 დღეში თბილისს ვერ იცნობთ იმიტომ, რომ თბილისი იქნება სხვა ქალაქი, გამოსული, ლაღი, თავისუფლებისთვის და სამართლისთვის მებრძოლი გამარჯვებული. აღმაშენებლიდან მივდივართ მარჯანიშვილზე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.