ევროკავშირი და სეული გმობენ ჩრდილოეთი კორეის მონაწილეობას უკრაინის ომში

ევროკავშირმა და სამხრეთ კორეამ “ყველაზე მკაცრად” დაგმეს ჩრდილოეთი კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის გაგზავნა და საგანგებო ძალების დისლოცირება კრემლის დასახმარებლად, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ “აგრესიის უკანონო ომში”.
განცხადება მოჰყვა ბლოკის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ჟოზეპ ბორელისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჩო ტჰე იოლის შეხვედრას სეულში, 4 ნოემბერს – იმ ფონზე, როცა იზრდება შეშფოთება ფხენიანის როლის შესახებ მოსკოვის მხრიდან უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეჭრით დაწყებულ ომში.
“ეს წარმოადგენს საერთაშორისო კანონის, მათ შორის გაეროს ქარტიის სერიოზულ დარღვევას” – ვკითხულობთ განცხადებაში.
ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის თანამშრომლობა არის “არა მხოლოდ ღია დარღვევა UNSC-ის მრავალი რეზოლუციისა, არამედ ის ახანგრძლივებს უკრაინელი ხალხის ტანჯვას და საფრთხეს უქმნის მსოფლიოს უშიშროებას, მათ შორის კორეის რესპუბლიკაში და ევროპაში” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!