ბაიდენი: მოლდოვაში სანდუს ხელახალი არჩევა რუსეთის მარცხის ნიშანია

მოლდოვის საპრეზიდენტო ს საბოლოო წინასწარი შედეგების თანახმად მეორე ვადა მოიპოვა მოქმედმა, პროდასავლელმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ – რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის გზაზე ევროკავშირში გასაწევრიანებლად, და რასაც -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უწოდა უწოდა ს ჩარევის “მარცხი”.
დათვლილია ყველა ბიულეტენი და ცენტრალური საარჩევნო კომისია (CEC) აცხადებს, რომ სანდუმ მოიპოვა ხმათა 55,33 პროცენტი, მაშინ, როცა მის მეტოქეს, პრორუსული ორიენტაციის ალექსანდრ სტოიანოგლოს 44,67 პროცენტი ერგო. რიცხვებში ეს განსხვავება შეადგენს 179 000 ხმაზე ცოტა მეტს.
სანდუს გამარჯვებას მიესალმნენ მოლდოვის დასავლელი პარტნიორები – მათი განცხადებით, ეს გამარჯვება იმის ნიშანია, რომ დემოკრატიას შეუძლია გაიმარჯვოს რუსეთის ჩარევაზე.
“რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობდა ძირი გამოეთხარა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის. მაგრამ რუსეთი დამარცხდა” – ამბობს ბაიდენი განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი