,, ჯიგრებო, რა ხდება? აქციებს ვერ აორგანიზებთ, დონორებმა დაგიკიდეს და ამ სისულელეების იმედზე ხართ?” – გიორგი გამსახურდია

ოპოზიციის კრიტიკასა და ნორვეგიელი კომუნიკაციების კონსულტანტის, ტარიე ჰელანდის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის „შემაშფოთებელ ნაბიჯს“ უწოდებს ს პრეზენტაციაში გამოყენებულ საქართველოს რუკას, რა დროსაც ოკუპირებული რეგიონები შეუმჩნევლად, მკრთალი ნაცრისფრად არის გამოყოფილი, გიორგი გამსახურდია ეხმაურება:
„მოკლედ, ამ იაფფასიანი ფეიკების იმედზე ხართ ჯიგრებო? რა ხდება? აქციებს ვერ აორგანიზებთ, დონორებმა დაგიკიდეს და ამ სისულელეების იმედზე ხართ? ამოიღეთ კარგად კადრები და ნახეთ. ისე, ასეთი საქართველოს „რუკა“, თქვენი დიდი ბელადის ედიკას და თქვენი „ვივამედის“ ბალთაზარს კოსას დამსახურებაა. დროებით რა თქმა უნდა! მავნებლებო და აფერისტებო თქვენა!“