პარლამენტის სასახლის ეზოში სამართალდამცავები შეიყვანეს

პარლამენტის სასახლის ეზოში საპოლიციო ძალები შეიყვანეს. ამ წუთის მდგომარეობით, სამართალდამცავები ორი ავტობუსითა და შს კუთვნილი სხვა ავტომობილებით მიიყვანეს. ამასთან, მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს.
როგორც ცნობილია, დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება.
აქციზე, რომელიც ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში