ანალენა ბერბოკი უკრაინაში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინელებს მანამ, სანამ დასჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ ანალენა ბერბოკი უკრაინაში მერვედ ჩავიდა რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ