ისრაელში დააპატიმრეს ნეთანიაჰუს ყოფილი პრესმდივანი – ის ეჭვმიტანილია საიდუმლო მასალების გავრცელებაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ყოფილი პრესმდივანი დაპატიმრებულია, როგორც საიდუმლო დოკუმენტების ჟურნალისტებისთვის გადაცემაში ეჭვმიტანილი. სასამართლო უწყებაზე დაყრდნობით გერმანიის რადიო იტყობინება, რომ მასთან ერთად დაპატიმრებულია სამი სხვა პირი, მათ შორის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი.
ისრაელის საშინაო საიდუმლო სამსახურმა “შინ ბეტმა” და არმიამ სექტემბერში, მას მერე დაიწყეს გამოძიება, რაც გერმანიის გაზეთმა „Bild-მა” და ბრიტანეთის ყოველკვირეულმა „The Jewish Chronicle-მა“ გაავრცელეს ინფორმაცია საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების შესახებ. საქმე ეხებოდა ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია) მიერ ღაზაში დაკავებულ მძევლებს და მათი განთავისუფლების მცდელობას. როგორც ქალაქ რიშონ-ლე-ციონის სასამართლო აცხადებს, ამ მასალების გამოქვეყნებას შეიძლება ხელი შეეშალა მძევლების განთავისუფლებისთვის.
ოპოზიციის ხელმძღვანელის, იაირ ლაპიდის თანახმად, დანაშაული სათავეს იღებს პრემიერის ოფისში და უნდა გაირკვეს, იცოდა თუ არა ნეთანიაჰუმ მასალების გავრცელების შესახებ. ისრაელის მთავრობის მეთაურს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტები ბრალად სდებენ, რომ ღაზის სექტორში ომს აჭიანურებს, რათა დააკმაყოფილოს თავისი მემარჯვენე ექსტრემისტი კოალიციური პარტნიორები, წერს Deutschlandfunk-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…