საქართველოს რუკასთან დაკავშირებით კრიტიკაზე – მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე – ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება

მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე , მის მიერ ბრიფინგზე გამოყენებული საქართველოს რუკის ირგვლივ გავრცელებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შეთანხმდებიან, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და ს გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ.
:მე დეზინფორმაციის მხილებას ვცდილობ და რა დეზინფორმაცია, ამათ სხვა ფერები ელანდებათ უკვე. ფსევდორელიგიური თვითჰიპნოზირების გარდა, სხვა ეს არაფრით აიხსნება.
როგორც ჩანს, საბოლოოდ იმაზე შევთანხმდებით, რომ უბრალოდ ვიღაცებს ტელევიზორი არ უვარგა და ს გაყალბებაც ამის გამო მოელანდათ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ინფორმაციისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, ერთ-ერთ სლაიდზე გამოსახულ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით იყო აღნიშნული, რადგან ამ ტერიტორიებზე „ქართულ ოცნებას“ დელეგატები არ ჰყავდა. გავრცელებულ კადრებში საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების – სა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე აღიქმებოდა.