პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ

პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ სადგურის მოედნიდან მსვლელობას თავად პოლიტიკური პარტიების ლიდერები გაუძღვებიან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპროტესტო მარში 17:00 საათზე დაიწყება.
„დღეს 19:00 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაიმართება საპროტესტო აქცია.
აქციამდე, 17:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან „სადგურის მოედანზე“, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა – საპროტესტო მარში.
მსვლელობას გაუძღვებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები“,- ნათქვამია განცხადებაში.