ზურაბ სტურუა და მიხეილ კეკელიძე ევროპის ჩემპიონები არიან

ზურაბ სტურუამ დამაჯერებლად გაიმარჯვა ევროპის ჩემპიონატზე სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის და მეხუთედ მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული!
ზურაბი, მთელი ტურნირის განმავლობაში ერთპიროვნულად ლიდერობდა და საბოლოოდ ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.
ქართველმა დიდოსტატმა ცხრა შეხვედრაში ექვსჯერ იზეიმა გამარჯვება და მხოლოდ სამი პარტია დაასრულა ყაიმით.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ სტურუა აქამდე ოთხჯერ ფლობდა ევროპის ჩემპიონის ტიტულს 50+ ასაკი სენიორთა შორის – 2015; 2016; 2019; 2023 წლებში, ხოლო მსოფლიო ჩემპიონი იგივე ასაკობრივ კატეგორიაში 2014; 2019 და 2022 წლებში იყო.
მიხეილ კეკელიძემ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის
თბილისელი დიდოსტატი თითქმის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ლიდერობდა და საბოლოოდ 9-იდან 7 ქულით პირველობა გაინაწილა ედვინ ვან ჰაასტერტთან (ნიდერლანდები) და მარტინ მრვასთან () ერთად.
დამატებითი მაჩვენებლებით ჩემპიონის ტიტული კეკელიძემ დაისაკუთრა.