ანტონიო გუტერეში – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების რუსეთში გაგზავნა უკრაინაში მიმდინარე ომის ძალიან საშიში ესკალაცია იქნება

გენერალური მდივანი უაღრესად შეშფოთებულია კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების რუსეთის ფედერაციაში გაგზავნით,მათ შორის კონფლიქტის ზონაში მათი შესაძლო განლაგების გამო, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი განცხადებით, ანტონიო გუტერეში მიიჩნევს, რომ ეს უკრაინაში მიმდინარე ომის ძალიან საშიში ესკალაცია იქნება.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის თავიდან ასაცილებლად. გენერალური მდივანი იმეორებს თავის მხარდაჭერას უკრაინაში სამართლიანი, ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობისკენ მიმართული ყველა მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიმართ, გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – რუსი ხალხი გამოხატავს პოლიტიკას, რაც ქვეყანაშია, საქართველოს უყურებენ როგორც დიდ რესტორანს, სადაც მუსიკა უკრავს და მათ ემსახურებიან – აგულიანებთ აღქმაც, რომ „ოცნება“ რუსეთთან მოთანამშრომლეა და მათ ნაკლებად დააჯარიმებენ