უკრაინელებმა კიევის წინააღმდეგ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა წუხელ ყველა დრონი ჩამოაგდეს, რომლითაც რუსებმა ქვეყნის ტერიტორიას შეუტიეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მტერმა უკვე ნაცნობი ტაქტიკა გამოიყენა.
”მაგრამ ისევ ვერ მიაღწია მიზანს – ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ მტრის ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განეიტრალებულიყო“, – აღნიშნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.
ამასთან, მისი თქმით, დედაქალაქის ობოლონსკის და დესნიანსკის რაიონებში, ღია ადგილებში დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნა დაფიქსირდა, რამაც ხანძრები გამოიწვია.
თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.