შვეიცარიაში, ქურდობის ბრალდებით, 24 წლის ქართველი კაცი დააკავეს

შვეიცარიაში ქალაქ ბაზელში ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულია 24 წლის კაცი.

შემთხვევა საიუველირო მაღაზიაში მოხდა, როცა ახალგაზრდას ძვირადღირებული საათი აჩვენეს, რის შემდეგაც ის მაღაზიიდან გაქცევას ცდილობდა. ის მაღაზიის თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა შეაჩერეს რასაც ჩხუბი მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ გაქცევა მაინც შეძლო.

მოგვიანებით, ახალგაზრდა ქართველი კაცი კიდევ ერთი ინციდენტის მონაწილე აღმოჩნდა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა.