“ქმარს გავშორდი უკვე დიდი ხანია. 5 წლის მანძილზე ვიყავი დაქორწინებული. დაშორების შემდეგ ღმერთის, ჩემი ოჯახისა და მეგობრების წყალობით გავედი სამშვიდობოს. ეს გზა მარტივი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ მთავარია, მოინდომო. დაშორების მიზეზებზე მხოლოდ იმიტომ არ ვისაუბრებ, რომ საკუთარ თავს ვცემ პატივს. მომავალში შვილის ყოლას, რა თქმა უნდა, ვგეგმავ. დედამიწაზე ქალის მოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფუნქცია ვთვლი, რომ შვილის გაჩენაა'”, – წერს სოციალურ ქსელში ნინი ქარსელაძე.
ნინი ახალ ფოტოებზე, რომელიც აბუ-დაბიშია გადაღებული, უამრავ კომპლიმენტს იღებს: “ძველებურად ბრწყინავ, მოგიხდა დაშორება”, – სწერენ მას.
ნინი ქარსელაძე 1991 წლის 11 აპრილს დაიბადა. სამი წლის ასაკში პირველად ფრანგული სიმღერა „La belle dame sans regrets“ ჩაწერა. მე-5 კლასამდე სწავლობდა ფრანგულ კოლეჯში, შემდგომში გადავიდა თბილისის 53-ე საჯარო სკოლაში და ბრიტანულ სკოლაში. 1997 ჯგუფ „სახესთან“ ერთად ჩაწერა დუეტი „წვიმად გადავიქეცი“. 1998 წელს დაიწყო დუეტების შესრულება ზუკა ხუციშვილთან ერთად. 1999 წელს „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა სიმღერა „ნინი და ქუჩის ბიჭები“. 2003 წელს კი – სიმღერა „ჩემი ქალაქი“.
ნინის რომ დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, ამაზე საჯაროდ ბევრჯერ უსაუბრია:
“მამის გარეშე გავიზარდე, მამა არ ცხოვრობდა ჩვენთან ერთად, დედა იყო ჩემთვის მამაც და დედაც. ძალიან მკაცრი იყო დედაჩემი – 22 წლამდე 10 საათზე უნდა ვყოფილიყავი სახლში. კარიერას და სიმღერას რაც შეეხება, ყველაფერი, ალბათ, ხათუნას დამსახურებაა. მას შეეძლო ღამეები გაეთენებინა სტუდიაში, როდესაც კეთდებოდა სიმღერა. ყველაზე მთავარი თვისება, რაც დედისგან ვისწავლე, ეს არის სიკეთის კეთება”, – ამბობს ნინი.
ხათუნას პირველი მეუღლე თეკუჩა ქარსელაძე იყო. 90-იანებში ხათუნას, როგორც გამორჩეული გარეგნობის გოგოს, ბევრი ეტრფოდა, მაგრამ მისი და თეკუჩას სიყვარულმა ყველა აალაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ხათუნა ყოფილ მეუღლეს ყოველთვის დადებითად იხსენებდა:
“20 წლის ვიყავი, როცა წითელზე, შუქნიშანთან, მანქანა გავაჩერე და გვერდზე რაღაც მანქანა გაჩერდა. გავიხედე იმიტომ, რომ ბიჭი მიყურებდა. როცა მწვანე აინთო, ის წავიდა, მე კი დავრჩი კიდევ ნახევარი საათით, მანქანა ვეღარ დავძარი, გული მიცახცახებდა…
მალევე გავიცანი და, დაახლოებით, 1 წლის მერე თბილისში ყველაზე მოდური და სიმპათიური ბიჭის, თეკუჩა ქარსელაძის ცოლი გავხდი. მერე? მერე იყო ბევრი კარგიც და ცუდიც. ყველაზე დიდი ბედნიერება ნინია, რომელიც მისი ასლია. თვითონ ყოველთვის ეამაყებოდა, რომ ასეთი შვილი ჰყავდა. სულ ამბობდა, ზუსტად მე ვარ ახალგაზრდობაშიო“ – წერდა ხათუნა ჟორდანია.
ნინი ქარსელაძემ რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ თაზო ჯახუტაშვილზე იქორწინა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა.
“მაქვს ნამდვილად პრეტენზია, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ, ერთგული, უღალატო. ჩემთვის ტყუილი და ღალატი არ არსებობს მეგობრობაში. ჩემთვის მეგობრობა იგივე ოჯახია და ძალიან ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია და ღმერთი ჩემთვის ნათელი ფერებია, თეთრი, სუფთა. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მეუღლე, ყურადღებიანი. მე ადამიანებთან ყოველთვის ასეთი ურთიერთობა მაქვს – როგორიც მე მინდა რომ ჩემთან იყვნენ, ისევე ვექცევი ზუსტად ადამიანებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ნორმალური მეუღლე ვარ”, – თქვა ნინიმ.
თამაზ ჯახუტაშვილია LKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია. ის ნინიზე 8 წლით უფროსია. წყვილი ხშირად აქვეყნებდა ერთად გადაღებულ კადრებს, მაგრამ, როგორც ნინი განმარტავს, მათი ქორწინება დასრულდა.