ვიქტორ ორბანი – თუ ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ – მარტო ვერ ატარებს ტვირთს

ევროპას მოუწევს გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, თუ შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩევა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, კონტინენტი „მარტო ვერ ატარებს ომის ტვირთს“. ორბანის განცხადებით, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ „ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ“.
„ამერიკაში მშვიდობის მომხრე პრეზიდენტი, იქნება, რისიც მე არა მხოლოდ მჯერა, არამედ ციფრებსაც ასე ვკითხულობ… თუ მოხდება ის, რასაც ჩვენ მოველით და ამერიკა გახდება მშვიდობის მომხრე, მაშინ ევროპა ვერ დარჩება ომის მომხრედ”, – დასძინა მან.
ორბანის თქმით, იქნება განხილვის თემა მომავალ კვირაში ბუდაპეშტში ევროპელი ლიდერების შეხვედრისას.
„ევროპა მარტო ვერ ატარებს (ომის) ტვირთს და თუ ამერიკელები გადაერთვებიან მშვიდობაზე, მაშინ ჩვენც გვჭირდება ადაპტაცია და ეს არის ის, რასაც განვიხილავთ ბუდაპეშტში“, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი