კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ზოგიერთ შტატში ხმის მისაცემად ამომრჩევლის იდენტიფიცირება არ არის საჭირო.
“საოცარია, მაგრამ ზოგიერთ შტატში ხმის მისაცემად არ არის საჭირო იდენტიფიცირება, ბიბლიოთეკის ბარათის წარდგენაც კი არ არის საჭირო!“, – წერს ილონ მასკი.
შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.
წყარო: რუსთავი 2