აშშ-ს ეროვნული გვარდიის ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესაძლო სამოქალაქო არეულობის გამო, – ამის შესახებ CNN იუწყება.
გამოცემა წერს, რომ ეროვნული გვარდიის მიერ არჩევნების წინა დღეს სამართალდამცავი ძალების გაძლიერების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ვაშინგტონის, ორეგონისა და ნევადის შტატებში საარჩევნო უბნებზე სულ მცირე სამი ყუთის დაწვასთან დაკავშირებით.