9 თვეში მეორადი სათამაშოების იმპორტი 202%-ით გაიზარდა – სად ვყიდულობთ?

საქართველოში იმპორტირებული მეორადი მოხმარების რბილი სათამაშოების იმპორტი იანვარ-სექტემბერში 202%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყანამ 201.3 ათასი დოლარის ღირებულების, თითქმის 118 ტონა მეორადი სათამაშო შეიძინა. ხოლო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 67 ათას აშშ დოლარამდე ღირებულების, 37 ტონა სათამაშო ჰქონდა შეძენილი.