დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ. საუბარია პარტიების დაფინანსების შეცვლაზე, რომელსაც კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ.
სიახლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ.
სიახლის წინააღმდეგია ოპოზიცია. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ცვლილება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.