კვარაცხელიას მატჩის დღე ბევრ საუბარზე, ჭორ-მართალსა და კრიტიკაზე მაღლა! – როცა თამაშზე კონცენტრირდები…

იტალიის ჩემპიონატის ლიდერი “ნაპოლი” რთული მატჩების სერიაში ჩაერთო და შუა კვირაშიც ითამაშა. ანტონიო კონტეს გუნდის მორიგი გამოწვევა “ატალანტაა” – “მარადონაზე” (54 726 მაყურებელი) დღეს, 3 ნოემბერს, 15:30 საათზე.
ს “ატალანტასთან” დაპირისპირება წარმატებულია. გასულ სეზონში ბერგამოში პირველად ითამაშა და თავურით ანგარიში გახსნა. ეს იყო ნეაპოლში ვალტერ მაცარის დაბრუნება. 2023 წლის 11 მარტს გატანილი გოლი კი ყველას ახსოვს – სეზონის საუკეთესოდ დასახელებული. ისე ხდება, “კვარას” ბერგამოელებთან ბევრი უცდება – პირველ სეზონში “ლივერპულთან” მიღებული დაზიანების გამო, მიმდინარე წლის მარტში კი, კალცონას გუნდმა
დიდი ანგარიშით (0:3) რომ წააგო, 77-ე ნომერი გუნდს საბერძნეთის ნაკრებთან ისტორიულ ფინალის შემდეგ ტრავმირებული შეუერთდა.
ასე რომ, თუკი ხვიჩა “ატალანტას” ეთამაშება, გააქვს! ვნახოთ, რა იქნება ქართველის მესამე იტალიურ სეზონში. ის უკვე შეეჩვია, რომ მატჩიდან მატჩამდე ბევრს საუბრობენ ტრანსფერზე, ახალ ხელშეკრულებაზე, ჭორ-მართალზე, ბევრია კრიტიკა, მაგრამ 77-ე ნომერი მხოლოდ თამაშზეა კონცენტრირებული.
სერია “ა”ში კვარაცხელიას 5 გოლი და 2 შედეგიანი პასი აქვს, ამ სიას კი “ატალანტას” ფორვარდი მატეო რეტეგი ლიდერობს – 10 შედეგიანი დარტყმა, 3 საგოლე პასი. ცუდი სტატისტიკა არც ლუკმენსა და დე კეტელაარს გააჩნიათ. საერთოდაც, ევროპა ლიგის ბოლო გამარჯვებული, გასპერინის გუნდი მშვენივრად გამოიყურება.
თუკი “ნაპოლი” გოლის გაშვებას გადაეჩვია, “ატალანტას” ყველაზე მეტი გააქვს და ამ მხრივ საინტერესო დაპირისპირება გველის. ვნახოთ, კონტე რას შემოგვთავაზებს და ინიციატივას მეტოქეს ამჯერადაც რამდენად დაუთმობს. ნეაპოლელთა მწვრთნელმა გუნდურად თავის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც შემტევებსაც დიდი როლი აქვთ. ვერ ვიტყვით, რომ ბერგამოელებს ნეაპოლში გამარჯვება ძალიან უჭირთ, ეს საკმაოდ ხშირად მოუხერხებიათ.
სპინაცოლა “მილანთან” სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა ის ტრავმიდან სრულად მომჯობინებულიც არაა და ისედაც, ოლივერას სათანადო კონკურენციას ვერ უწევს. რაც შეეხება სტანისლავ ლობოტკას, ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, უკვე სამი შეხვედრა გამოტოვა.
ესპანეთში გიორგი მამარდაშვილის ბოლოადგილოსან “ვალენსიას” მადრიდის “რეალისთვის” უნდა ემასპინძლა, თუმცა შეხვედრა ვალენსიაში წყალდიდობისა და მისგან გამოწვეული ცუდი შედეგების გამო გადაიდო. ჩვენებური თავს კარგად გრძნობს!..
წუწურაქ და კრიჟანგ ლაურენტისს, სკუდეტოს მოგების შემდეგ,დრო რომ არ გაეწელა და ეგრევე შეუთავაზებინა 6 მილიონი, დარწმუნებული ვარ კვარა უყოყმანოდ თანახმა იქნებოდა!რადგან ასე არ მოხდა,ახლა ცდილობს დაკარგული ანაზღაურებას და მე მისი კარგად მესმის.
დროზე უნდა გაარკვიონ კონტრაქტის ამბები,ამდენი მითქმა მოთქმა დამაზიანებლად მოქმედებს ყველა მხარეზე! 6 მილიონი არაა ცოტა ნაპოლის კალიბრის გუნდისთვის და პლიუს ბონუსები! კვარა ამ გაწელილი ამბით ყოველთვიურად ზარალდება,ამიტომ დროულად უნდა გადაწყვიტონ. ან ეს პირობები, ან წასვლა, მოქმედი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ!