ერთი უცხოელი ვიზიტორი საქართველოში საშუალოდ $686-ს ხარჯავს – როგორია სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით

2024 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკამ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წლიურად 6%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 5,043,663 ვიზიტი აღირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 4.5%-ით არის მომატებული. ტურიზმის შემოსავლის ვიზიტების სტატისტიკაზე გაყოფით შესაძლებელია მიახლოებული თანხის მიღება, რასაც საქართველოში ერთ ვიზიტზე ხარჯავენ, 2024 წლის 9 თვეში ეს დანახარჯი 686 დოლარს შეადგენდა.
რაოდენობრივად საქართველოში წელს ყველაზე მეტი ვიზიტი ს ფედერაციიდან აღირიცხა, რამაც 1.11 მილიონი შეადგინა, რუსეთის ფედერაციის ვიზიტორთა მთლიანი დანახარჯი კი 675 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად, ერთი რუსი ვიზიტორის საშუალო დანახარჯები 607 დოლარს შეადგენდა. ეს თანხა ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების ვიზიტორების საშუალო ხარჯები ერთ ვიზიტზე საქართველოში, რაც 2024 წლის 9 თვეში საშუალოდ 1,311 დოლარს შეადგენდა. EU-ს მოქალაქეებზე მაღალი დანახარჯები აქვთ სა და ს ვიზიტორებს.
რა თანხას ხარჯავს ერთი ვიზიტორი საქართველოში – ქვეყნების მიხედვით, 2024 წლის 9 თვის მდგომარეობით:
წყარო: BM.GE