“ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას” – ილჰამ ალიევი

“ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ილჰამ ალიევმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატება უსურვა.
ასევე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა და ამას მოწმობს როგორც მისი საქართველოში ხშირი სტუმრობა, ისე – პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანში ვიზიტებიც.
“საქართველო და აზერბაიჯანი ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ჩვენი თანამშრომლობა უფრო ვრცელია, ვიდრე ენერგოთანამშრომლობა. შესაბამისად, ამ თანამშრომლობამ საშუალება მოგვცა წარგვედგინა ჩვენი თავი ევროპისათვის, როგორც კონსოლიდირებული, სტრატეგიული მნიშვნელობის გუნდი. მე რეგულარულად ვსტუმრობ საქართველოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეგულარულად ჩამოდის აზერბაიჯანში. ეს არა მარტო ნიშანია მჭიდრო თანამშრომლობის, არამედ ამ ვიზიტების დროს განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს.
რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაერთიანების თაობაზე, ჩვენ გვესმის ეს და ვუსურვებთ საქართველოს წარმატებას ამ მიმართულებით. ვულოცავ ჩვენს ქართველ მეგობრებს ახალ განვითარებებს და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებით დასკვნას. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს. როცა საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, არაფერი შეიცვლება ჩვენს ურთიერთობებში. პირიქით, ჩვენ გვეყოლება ახლო მეგობარი ევროკავშირში, რომელიც დაგვიცავს,”- განაცხადდა ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა

ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს, როგორც ყველაზე სანდო პარტნიორის საწინააღმდეგოდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს, თუმცა, როგორც ხედავთ ეს არ შედის „დიფ სთეითისა“ და ევრობიუროკრატიის ინტერესებში