ზივზივაძეს გოლი არ ჩაუთვალეს – “კარლსრუე” “ჰანოვერთან” დამარცხდა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეთერთმეტე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „ჰანოვერთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში გოლიც გიტანა, თუმცა თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს – შეფასებები: sofascore 7.1, flashscore 6.6, whoscored 6.5.
„კარლსრუე“ ამ მომენტისთვის 19 ქულით მეოთხე ადგილზეა და 10 ნოემბერს „პროისენს“ უმასპინძლებს.
ჰანოვერი – კარლსრუე 2:1
გოლები: 0:1 ფრანკე (45), 1:1 ნგანკამი (66), 2:1 ჰალსენბერგი (89, პენ)
სამაგიეროდ, ჰანოვერს ჩაუთვალეს თამაშგარედან გატანილი გოლი, ანუ, როცა ვარ-ი მთავარ მსაჯზე უფრო მიკერძოებულია… თუ ვინმემ იცით, ვარ-ი მულტფილმებს რატომ ხატავს, ნუთუ თანამედროვე ტექნიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ როგორც მოხდა, ისე, რეალური ფეხბურთელებით აჩვენოს სადაო მომენტები?!…