ირაკლი კობახიძე დღეს უნგრეთის ვიცე-პრემიერს ხვდება

ბუდაპეშტში ვიზიტის დღე მესამე – “ქართული ოცნების” თავმჯდომარე დღეს უნგრეთის ვიცე-პრემიერს ხვდება. სწორედ ზოლტ სემიენის მიწვევით იმყოფებიან საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ქვეყანაში.
დღესვე, დაგეგმილია ქართული დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები უნგრეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კერძოდ, საუბარია შეხვედრებზე პარლამენტსა და ევროპულ საქმეთა სამინისტროში.
ირაკლი კობახიძე გუშინ უნგრეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელსა და თავდაცვის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. საქართველოს დელეგაცია ხაზგასმით აცხადებს, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ეს პოზიცია შეხვედრებზე არაერთხელ დაფიქსირდა. მათივე შეფასებით, ბუდაპეშტში ვიზიტი ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან