თინა ბოკუჩავა – ზაალ სამადაშვილისა და გიორგი ხარჩილავას გარდაცვალება არის უმძიმესი დარტყმა მთელი საქართველოსთვის – ორი გამორჩეული პატრიოტი, ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დააკლდა ჩვენს სამშობლოს

ზაალ სამადაშვილისა და გიორგი ხარჩილავას გარდაცვალება არის უმძიმესი დარტყმა მთელი საქართველოსთვის – ორი გამორჩეული პატრიოტი, ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დააკლდა ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
„არ ვიცი, რა სიტყვებით გამოვხატო ჩემი ემოცია იმ უდიდესი ტრაგედიის შესახებ, რაც ჩვენს დიდ ოჯახს დაატყდა თავს.
ზაალ სამადაშვილისა და გიორგი ხარჩილავას გარდაცვალება არის უმძიმესი დარტყმა მთელი საქართველოსთვის – ორი გამორჩეული პატრიოტი, ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი დააკლდა ჩვენს სამშობლოს.
ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს ამ ენითაღუწერელ დანაკარგს.
დანარჩენი სიტყვები ზედმეტია”, – წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი – ვაღიარებ, რომ 14-დღიანი ვადა უკიდურესად მოკლე დროა, ამიტომ ორი კვირის განმავლობაში დილის 05:00 საათზე ვიღვიძებდი – ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო