ჯოზეფ ბორელი – გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის სრული კოლაფსი თავიდან აიცილოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ევროპულ სახელმწიფოებს, სთხოვს, მხარი დაუჭირონ გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის.
„ვთხოვ ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები არიან და თანამოაზრე პარტნიორებს მხარი დაუჭირონ გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოწოდებას“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის სრული კოლაფსი ღაზაში თავიდან აიცილოს.
ცნობისათვის, გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. მან განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, კატასტროფა თავიდან აიცილოს. გუტერეშის მოწოდებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოწოდება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხარდაჭერას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო