უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 39 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 39 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, თავდაცვის ძალებმა კიროვოგრადის, კიევის, სუმისა და პოლტავის ოლქებში რუსული ძალების მიერ გაშვებული 39 დრონი ჩამოაგდეს, 21 დრონი გაუჩინარდა, ხოლო 5 რუსეთის მიმართულებით გაფრინდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Х-31-ის ტიპის მართვადი რაკეტა და 71 დრონი გაუშვეს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული დრონების თავდასხმების შედეგად, კიევის რაიონებში, ასევე, პოლტავის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში შენობები დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე: არც დანაშაულის აღიარების მეშინია და არც სინანულის გამოხატვის მრცხვენია, მაგრამ ამისთვის ერთი მთავარი რამ არის საჭირო – დანაშაული, რომელსაც მაბრალებენ, უნდა მქონდეს ჩადენილი

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის